პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია 82 ხმით აირჩია.
ლევან ნემსაძე არ არის მოქმედი მოსამართლე, ამიტომ კანონმდებლობის შესაბამისად, მან პარლამენტში საზეიმოდ დადო ფიცი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარმოდგენილ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე