კურორტ გოდერძზე, მაჭახელასა და სახალვაშოში ჩასულ უცხოელ ტურისტებსა და მასპინძლებს კომუნიკაცია გაუადვილდებათ. საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებმა, ინგლისური ენის ტრენინგ-კურსი გაიარეს.
მონაწილეებისთვის სასწავლო ვიდეორგოლები მომზადდა, რომელშიც ტურისტის მიღება, ტურისტული სერვისების შეთავაზება, განთავსება და გამასპინძლება მცირე სცენებით ინგლისურადაა წარმოდგენილი.