წუთიერი დუმილით დაიწყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

19 დეკემბერი 2019, 21:01 1448 ნახვა

წუთიერი დუმილით დაიწყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. დეპუტატებმა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახს მიუსამძიმრეს. სხდომის დაწყებამდე კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და არ მიიღო ბიუჯეტის დამტკიცების კენჭისყრაში მონაწილეობა. სხდომათა დარბაზში დარჩა „პატრიოტთა ალიანსი,“ თუმცა პროცესს მაინც ბოიკოტი გამოუცხადეს. ასე მარტოდ დარჩენილმა უმრავლესობამ, ხელვაჩაურის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 20 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი