''თეთრი ხალათები ოკუპაციის წინააღმდეგ'' - ევროპის მოედანზე ექიმების აქცია მიმდინარეობს

17 დეკემბერი 2019, 17:19 1584 ნახვა

''თეთრი ხალათები ოკუპაციის წინააღმდეგ'' - ევროპის მოედანზე ბათუმელი ექიმების მცირე ნაწილი შეიკრიბა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც ამ დრომდე ცხინვალის საპატიმროში რჩება.  

''დაიცავი ექიმის უფლებები'', ''საქართველოს საზღვარი გადის ფსოუზე'', ექიმის პროფესიას საზღვრები არ აქვს'', ''ვაჟა ექიმი ჩვენი გმირია'' - ამ ბანერებით მივიდნენ მედიკოსები აქციაზე. 

ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 

ექიმი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. 13 დეკემბერს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 9 ნოემბერს დაკავებულ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

“გაფრინდაშვილის მიმართ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით [საზღვრის უკანონო კვეთა] დაიწყო გამოძიება. დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი”, – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი