საკრებულომ მხარი დაუჭირა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ლიკვიდაციას. გამონაკლისი იყო დეპუტატი რაულ თავართქილძე. პირველი იანვრიდან სამსახური დაექვემდებარება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს.
შპს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება არ იგეგმება. შტატების ნაწილის კი შესაძლოა ფუნქციები შეეცვალოს.