ქედის მუნიციპალიტეტი 2020 წლიდან პირველად განახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას. რომელიც პირველ ეტაპზე დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 ათასი ლარით დაფინანსდება. პროექტი მოსახლეობის იდეების გათვალისწინებას გულისხმობს.
სპეციალისტების განცხადებით, არსებული ბიუჯეტის მანკიერება სწორედ დაგეგმვაში მოქალაქეების აზრის გაუთვალისწინებლობაა.