მეწყრის შედეგად დაზარალებულები განსახლების მოლოდინში

08 დეკემბერი 2019, 12:20 1949 ნახვა

სოფელ ხარაულაში მეწყრის შედეგად დაზარალებული ტაკიძეების ოჯახი განსახლებას საჭიროებს - ეს გეოლოგიურ დასკვნაში წერია. დოკუმენტის  მიხედვით საცხოვრებელი გეოლოგიურად აქტიურ ზონაშია მოქცეული, რაც საფრთხეს ქმნის. ტაკიძეები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

როგორც ქედის მერიაში გვითხრეს, ოჯახი ეკომიგრანტთა პროგრამაში ჩაერთვება, რაც 25 ათას ლარიან დახმარებას ითვალისწინებს.  მერიაში ასევე ამბობენ, რომ  დასკვნის მიხედვით, ოჯახს სასწრაფოდ საცხოვრებლის დატოვება არ ესაჭიროება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი