''გარემო ევროპისათვის'' - კონფერენცია

20 აპრილი 2016, 00:00 5166 ნახვა

საბაჟო სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და სპეციფიკური ვალდებულებების შესრულებას ევროკავშირის წარმომადგენელი დადებითად აფასებს - პეტერ კოვაჩი სარფში იმ ქვეკომიტეტის სხდომას ესწრება, სადაც საქართველოს მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული რეფორმები განიხილება. საუბარია ისეთ ცლილებებზე, რომლებსაც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად სავაჭრო გარემოს გაუმჯობესება უნდა მოყვეს. სხდომას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებიან. საბაჟო სისტემაში განხორცილებული რეფორმების შედეგებს სხდომის მონაწილეები ხვალ გაეცნობიან და სარფის საბაჟოს და გაფორმების ეკონომიკურ ზონას დაათვალიერებენ. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი