ქობულეთის მერიაში კიდევ ერთი დაპირისპირება იყო. ამჯერად მერმა, მირიან ქათამაძემ და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა იკამათეს.
ელგუჯა ბაგრატიონი - იცი ერთ კვირის წინ რა მოხდა ქობულეთის მერიის წინ?
მირიან ქათამაძე - შენ იცი რა მოხდა? მოხდა ის, რომ პროვოკაციაზე იყვნენ შენი თანაკლასელები, ისინი პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებდნენ ჩვენს აქტივისტებს. ჩვენს საჯარო მოხელეებს.
ელგუჯა ბაგრატიონი - რა უნდა შენს აქტივისტებს მერიაში?
მირიან ქათამაძე - შენ უნდა განუსაზღვრო სად მივიდნენ? შენ ვინ გკითხავს სად უნდა იყვნენ ისინი...
ელგუჯა ბაგრატიონი - რას ნიშნავს ვინ მკითხვას, რა პასუხია, რა ლაპარაკია...მერი ხარ თუ ძველი ბიჭი ხარ? რა ლაპარაკია ვერ გავიგე...
მირიან ქათამაძე - ხელებს ნუ შლი..
ელგუჯა ბაგრატიონი - ვინ შლის ხელებს შენ შლი...
მირიან ქათამაძე - მუნიციპალიტეტის მერიის პარალიზებას ნუ ცდილობ... დატოვეთ ძალიან გთხოვ მერიის შენობა...აქ ადამიანებს მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ...
ელგუჯა ბაგრატიონი - ვინ შეუშალა ხელი?
მირიან ქათამაძე - შენ უშლი ამ წუთას...
ელგუჯა ბაგრატიონი - შენი გგონია ეს შენობა?
მირიან ქათამაძე - შენ შენი გეგონა... დაწყნარდი მეთქი გეუბნები ელგუჯა...
ელგუჯა ბაგრატიონი - შენ რატომ უშლი საკრებულოს წევრებს მუშაობაში ხელს?
მირიან ქათამაძე - ვინ შეუშალა ხელი? აგერ არ დგას შენი თანაგუნდელი?
ელგუჯა ბაგრატიონი - მირიან შენ თანამდებობის პირი ხარ და არ ხარ ძველი ბიჭი...
კამათის შემდეგ ქობულეთის მერმა და დეპუტატმა კაბინეტში გადაინაცვლეს. საუბარი დახურულ რეჟიმში ამ დრომდე გრძელდება.