ხმაური საკრებულოს სხდომაზე

20 აპრილი 2016, 00:00 4114 ნახვა

ხმაური და დაპირისპირება დღეს საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ტურავას ბინის საკითხს არ მოჰყოლია. სხდომაზე მოქალაქე ასლან სარიშვილი შევიდა და საკრებულოს წევრებს და ქალაქის მერს პასუხი მოსთხოვა, რატომ არ აუნაზღაურდა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი. მისი განმარტებით, სტიქიის სალიკვიდაციო ხარჯები თავად დაფარა და მერიას კომპენსაცია დაპირების მიუხედავად არ გაუცია. გიორგი ერმაკოვმა სარიშვილს სხდომაზე განუმარტა, რომ მისი მდგომარეობა კომისიამ შეისწავლა და ბრალდება უსაფუძვლოა. ერმაკოვის ინფორმაციით, არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მის ზარალს ადასტურებს. თავად ასლან სარიშვილი ქალაქის მერს სიცრუეში ადანაშაულებს. იგი ირწმუნება, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულია და ერმაკოვმა მედია საშუალებებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. სარიშვილმა ის დოკუმენტაცია წარადგინა, რომელიც მისივე ინფორმაციით, სამხარაულის ბიუროს ექსპერიტიზამ გასცა. 

ამავე კატეგორიაში