ნაადრევი ქორწინების თემაზე საუკეთესო ესეების ავტორი ბავშვები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააჯილდოვა. პირველ 3 ადგილზე გასულ ავტორებს წიგნის მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცა. ასევე, დაჯილდოვდა ჟიურის 3 რჩეული კონკურსანტი, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები მისცეს.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და ტურები დაათვალიერეს.