„თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს - რუსეთი ოკუპანტია“ - სოლიდარობის აქცია

19 ნოემბერი 2019, 20:05 2405 ნახვა

"თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია" -  ამ სიტყვებით  სოლიდარობის კამპანიაში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ჩაერთო. მანამდე ექიმს სოლიდარობა „თეთრი ხალათების“ აქციით საქართველოში მცხოვრებმა არაერთმა მედიკოსმა გამოუცხადა. ამასთან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება გაავრცელა ესტონეთმა და აშშ-ს საელჩომ.

ექიმი რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. იუწყებიან, რომ იგი ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა.  „ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებები ვრცელდება - აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი