ვენეციაში წყლის დონის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან

15 ნოემბერი 2019, 15:34 2115 ნახვა

ვენეციაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში წყალდიდობის ახალი ნაკადია მოსალოდნელი, რასაც ძლიერი ქარიც დაემატება.

გავრცელებული ინფორმაციით ზოგიერთ უბანში წყლის დონემ 150 მეტრს უკვე მიაღწია. დატბორილია ქალაქის ისტორიული ბაზილიკა. სტიქიამ ორი ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლება  მოსახლეობას ვენეციაში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში