სოფელ დოლოგანში და დაბა ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარია დაიხარჯება

09 ნოემბერი 2019, 12:14 1730 ნახვა

ქედის საკრებულომ მუნიციპალიტეტის  მონაწილეობით  ბიუჯეტზე   მსჯელობა დაიწყო.    პირველ ეტაპზე   მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა  მხოლოდ დოლოგანსა და დაბა ქედაში განხორციელდება, რისთვისაც 300 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

აღნიშნული პროგრამა  ქედისთვის საპილოტეა და  ბიუჯეტის  დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა თუ  მონიტორინგის პროცესში  მოქალაქეთა  ჩართულობასთან  ერთად  მათი  ინტერესების  გათვალისწინებით  თანხების განკარგვას გულისხმობს.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, პროექტისთვის  დასახელებული   ორი   თემი,   მოსახლეობის რაოდენობითა და ინფრასტრუქტურული პროექტების საჭიროებების მიხედვით შეირჩა. მონაწილეობითი ბიუჯეტის   პროგრამა   გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს   დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდება. ქედის  მოსახლეობას მონაწილეობით ბიუჯეტირებაში ჩართვა 2020 წლიდან შეეძლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი