ხულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი შესრულებული არაა. ჩავარდნა მილიონ ლარზე მეტია და 9 თვეს ეხება. ოპოზიციაში პროექტების არასწორ დაგეგმარებასა და კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებენ.
მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ პროგნოზების გაკეთება ნაადრევია. აქ ოპტიმისტური განწყობა აქვთ და ირწმუნებიან, რომ წლის ბოლომდე ბიუჯეტი 97 პროცენტით შესრულდება.
კამათის კიდევ ერთი საგანი ახლახან შეძენილი ავტომანქანებია. მერიამ ორი ავტომობილი დაამატა ავტოფარეხს, რომლისთვისაც თითქმის 90 ათასი ლარი დახარჯა.