გაუმართავი ლოჯისტიკა და დაუკრეფავი ხილი სოფლებში

06 ნოემბერი 2019, 20:10 1894 ნახვა

ხულოში, შუახევსა და ქედაში ლოჯისტიკური ცენტრები არ ფუნქციონირებს. ფერმერები ხილის დაკრეფის აზრს ვეღარ ხედავენ. იმ დაწესებულებების მშენებლობა, რომლებიც ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში უნდა დაეხმაროს, 2017 წელს დაიწყო და ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 2019 წლის ნოემბერშიც ეს ასე არაა. 

შუახევში მშენებლობა შეჩერებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანიამ სამშენებლო ვადები დაარღვია, ამიტომ განმეორებითი ტენდერი ცხადდება.  ხულოში ობიექტი ჯერ არ ჩაუბარებიათ. ქედაში კი ირწმუნებიან, რომ ლოჯისტიკური ცენტრი სატესტო რეჟიმში მუშაობს, მაგრამ „მთავარს“ ობიექტი ისევ დაკეტილი დახვდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი