ქვეყანაში მთავარი გამოწვევა სიღარიბეა. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც არსებული სოციალური გარემოს გათვალისწინებით ვერ ახერხებენ შვილებს მინიმალური მოთხოვნები დაუკმაყოფილონ.
საუბარი არაა სათამაშოებზე, საუბარია მათ კვებაზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე, მედიკამენტებზე. ყოველდღიური არსებობისთვის აუცილებელ საჭიროებებზე, რაც ბოლო პერიოდში გაძვირებული ცხოვრებიდან გამომდინარე მათთვის განსაკუთრებით მძიმეა. ასეთ მდგომარეობაში კი საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვია.