ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წლიანი მღვდელმთავრობა პეტრე ცაავამ დღეს დაასრულა

04 ნოემბერი 2019, 18:41 1284 ნახვა

ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წლიანი მღვდელმთავრობა პეტრე ცაავამ დღეს დაასრულა.  ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის დატოვების შემდეგ უცნობია სად გააგრძელებს მღვდელმსახურებას ყოფილი მეუფე.

  სინოდისა და ილია მეორეს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება ეპარქიის ყოფილი მმართველი და შიო მღვიმის მონასტერში წასვლაზე ისევ უარს აცხადებს. პეტრე ცაავა ბრძოლას აგრძელებს და  პატრიარქისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ის კანონიკური სამართლით ბრალდების დამტკიცებას ითხოვს. თუ სინოდის სხდომა ჩაინიშნება და მისი პირდაპირ ეთერში ტრანსლირება მოხდება,  ის იმ მტკიცებულებების წარდგენას გეგმავს, რაზეც აქამდე საუბრობდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი