ერდოღანი: ტერორისტებს თავებს გავუსრესთ, თუ ქურთი მებრძოლები შეთანხმებულ ტერიტორიას არ დატოვებენ

20 ოქტომბერი 2019, 12:18 2298 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმუქრება, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ოპერაციას განაგრძობს და „ტერორისტებს თავებს გაუსრესს. თუ ქურთი მებრძოლები „უსაფრთხოების ზონის“ ტერიტორიას არ დატოვებენ.

სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ თურქეთმა სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარა ამტკიცებს, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა და მილიონობით სირიელი დევნილის დაბრუნებაა.

ერდოღანის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ თურქეთმა ოპერაცია დროებით შეწყვიტა. ქურთულ ძალებს 120 საათი მისცეს იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში