საბავშვო ბაღების ავტორიზაცია იწყება. ბაღებმა მომავალი წლიდან 5 სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინფრასტრუქტურას ეხება, აქედან გამომდინარე შესაძლოა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად დაბრკოლების წინაშე ბაღები ბათუმშიც აღმოჩდნენ.
ქალაქში ამჟამად ორი ბაღია, რომელსაც საკუთარი შენობა არ აქვს და საცხოვრებელ სახლშია განთავსებული.
წესით მომავალში ისინი ინდივიდუალურ ობიექტში უნდა გადაიყვანონ, თუმცა პრობლემას ის ამწვავებს, რომ ძველი ბაღების ცალკე მდგომ შენობაში განთავსება კი არა, დეფიციტის გამო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ადგილი ახლის ასაშენებლადაც არაა. სხვათაშორის ასობით მოზარდი ახლაც ბაღის გარეშეა დარჩენილი.