ბათუმში 4 სამარშრუტო ხაზის მძღოლებმა გზა გადაკეტეს 

01 ოქტომბერი 2019, 12:53 2796 ნახვა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, #21-ე, #24-ე, #31-ე, #32-ე სამარშრუტო ხაზების მძღოლებმა, რამდენიმე წუთით გზა გადაკეტეს. 

ისინი მათ ხაზზე, ფიროსმანის ქუჩაზე კიდევ ერთი სამარშრუტო ნომრის #29 დამატებას აპროტესტებენ.  

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქციის მონაწილეები უყვებიან, რომ კიდევ ერთი ხაზის დამატება მათ მგზავრებს საგრძნობლად შეუმცირებს და პრობლემებს შეუქმნით. ასევე, ამტკიცებენ, რომ  ხაზი ისედაც  გადატვირთულია. 

მძღოლებს მუშაობა შეჩერებული აქვთ და მოძრაობა ამ მიმართულებით პარალიზებულია.  ისინი  მუშაობის გაგრძელებას მას შემდეგ გეგმავენ, როგორც კი პასუხისმგებელ უწყებისგან განმარტებებს მოისმენენ. 

ბათუმის მერიის სატრანსპორტო განყოფილებაში ამბობენ, რომ  29 ნომერს მარშრუტი შეეცვალა და იგი თამარის დასახლებიდან მგზავრებს ხოფის მიმართულების ნაცვლად, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე გადაიყვანს.  ემზარ ქავჟარაძე ირწმუნება, რომ მერიამ პრობლემა გადაჭრა და თამარის დასახლებიდან ახალ ბულვარამდე მოქალაქეებს ორი სატრანსპორტო საშუალების გამოცვლა აღარ დასჭირდებათ. 

რაც შეეხება მძღოლების პროტესტს, მერიის ინფორმაციით,  ეს გადაწყვეტილება საკრებულომ სამი თვის წინ მიიღო და  გადამზიდავ კომპანიებს, მძღოლებისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი