ტაივანში ხიდი ჩაინგრა. ნანგრევების ქვეშ მეთევზეთა სეინერები მოჰყვა.
შემთხვევის დროს სულ 10 ადამიანი დაშავდა, მაგრამ 6 -ის მდგომარეობა მძიმეა, რომლებიც ხიდის ნანგრევების ქვეშ აღმოჩდნენ.
სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასობით მეხანძრე-მაშველი ცდილობდა ნაგრევებიდან ადამიანებისა და ნავების გამოყვანას.
გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის მაშინ ჩაინგრა, როდესაც მასზე ნავთობმზიდი გადადიოდა, შემდეგ კი ის აფეთქდა.
ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთ საპორტო ქალაქში მოხდა. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია.