სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ ღონისძიებებში ცვლილება შევიდა შუახევში. სოფელ ტაკიძეებში მოსახლეობის თავდაპირველი მოთხოვნა სასმელი წყლის სისტემის, სარწყავი არხის რეაბილიტაცია და ბეტონის საფარის მოწყობა იყო.
საპროექტო დოკუმენტაციით კი გაირკვა რომ ამისთვის გამოყოფილი 12 ათასი ლარი საკმარისი არ არის. მოსახლეობასთან განმეორებით შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პროგრამით სოფელი სასმელი წლის მილებს შეისყიდის და დაიგება ბეტონის საფარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის 760 ათასი ლარია გათვალისწინებული.