დავით ზალკანიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

26 სექტემბერი 2019, 20:34 1613 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი რუს კოლეგას შეხვდა. სერგეი ლავროვთან აუდიენცია ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. 

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი დააყენა

''საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს. შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. '' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი