იქნება პროვოკაცია მიიღებენ პასუხს - ბესელია ინციდენტზე

26 სექტემბერი 2019, 15:43 1346 ნახვა

არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი, რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, იმდენჯერვე მიიღებს პასუხს, უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ვანო ზარდიაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ სახელით ლაპარაკობდა. 

"ეს იყო იაფფასიანი, დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა, როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა'' - ამბობს დეპუტატი. 

ბესელიას თქმით, ზარდიაშვილის "პროვოკაციას პასუხი გასცა''

„პირველი რაც მინდა ვთქვა, დღეს იყო იაფფასიანი დაგეგმილი პროვოკაცია. ძალიან შეგნებულად გამოუშვა როგორც ჩანს, ჩინჩალაძემ და მისმა კლანმა ეს არარაობა, ყოველთვის მათი მონა ზარდიაშვილი პროვოკაციის მოსაწყობად. მათ შეხედეს, როგორ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა მათი რჩეული მსაჯული მოსამართლე, რომელიც ვერ უძლებდა კითხვებს, რომელიც მისი მისამართით არსებობდა, კადრები, რომელიც გავუშვით ააშკარავებდა იმ სურათს, რაც აქვს დაგეგმილი „ქართულ ოცნებას“. 

აი ამის გადასარჩენად შემოუშვეს „ქართული ოცნების“ სახედ ქცეული ზარდიაშვილი, რომელმაც მიიღო პასუხი ჩემგან ამ პროვოკაციაზე. მე მასაც და სხვასაც ვაფრთხილებ, არავისთან არ მაქვს ბოდიში მოსახდელი. რამდენჯერაც იქნება ასეთი ამორალური პროვოკაცია და თავდასხმა, მიიღებს პასუხს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში