5 000 დოლარი შს სამინისტროში დასაქმების სანაცვლოდ - ფაქტზე 1 პირი დააკავეს

24 სექტემბერი 2019, 10:09 2217 ნახვა

სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს 5 000 დოლარის სანაცვლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებას დაჰპირდა. 

ბრალდებულმა მამაკაცი დაარწმუნა, რომ სანაცნობო წრის საშუალებით სამინისტროში დაასაქმებდა, თანხის ნაწილი  3 500 ლარი კი, წინასწარ გამოართვა. 

ბრალდებული თანხის გადაცემის დროს აიყვანეს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი