ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში აშშ-ს ელჩად რომ ჩამოსულიყო - ეს იყო შეცდომა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დენიელ ფრიდი საუბრობს.
როგორ აცხადებს, აშშ-ი არც “პროსააკაშვილურია“ და არც “პროივანიშვილური“ - ის საქართველოს მხარეს დგას. „მადარდებს საქართველოს პოლიტიკის პოლარიზება, განსაკუთრებით რაც 20 ივნისის შემდეგ ხდება.
მახსოვს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს აქ მთავრობა ხანდახან არასწორად და ხანდახან ავტორიტარულადაც კი იქცეოდა. ასე იყო 2007 წელს. მახსენდება, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არ იყო საკმარისად ყურადღებიანი საქართველოს ციხეებში არსებული ვითარების მიმართ.
სააკაშვილმა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი გააკეთა. ეს იყო მდგრადი ინსტიტუტების შექმნა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური წნეხის წინააღმდეგ.
ამერიკას უნდა დაინახოს ძლიერი საქართველო. მაგრამ, მე მინდა ფრთხილი ვიყო იმაში, თუ რას ვგულისხმობ სიტყვაში ძლიერი.ძლიერი ინსტიტუტების გარეშე სახელმწიფო არის მხოლოდ ლიდერის ნების გამომხატველი, კარგი იქნებოდა თუ ივანიშვილი მიიყვანდა ბოლომდე სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, რადგან ასეთი საქართველო შეძლებს გაუძლოს რუსეთის წნეხს, რუსულ კორუფციას, დეზინფორმაციასა და რუსულ სამხედრო ძალას. ეროვნული სიძლიერე ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მოდის- აღნიშნა ფრიდმა.