თავდაცვის მინისტრი ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთში ესტუმრება. ირაკლი ღარიბაშვილიმა ამის შესახებ ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებთან საუბრის დროს სამხედრო მართვის ცენტრში განაცხადა.
ტელეხიდით ჩართვისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.
საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ.