ბათუმში 4000 ბავშვიდან 1600 საბავშვო ბაღში ვერ მოხვდა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის დასაძლევად საკუთარ ვერსიას სთავაზობენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე ამბობს, რომ პრობლემის დაძლევის ერთადერთი გზა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლაა.
"სახელმწიფოს მიერ თითოეული ბავშვი უნდა დაფინანსდეს ვაუჩერით, რომელსაც მშობელი გამოიყენებს როგორც კერძო საბავშო ბაღში ასევე საჯაროში. ამასთან ერთად სახელმწიფომ მიწის ნაკვეთები უნდა გადასცეს უსასყიდლოდ იმ მეწარმეებს, რომლებიც ააშენებენ საბავშო ბაღებს. შედეგად მივიღებთ: საბავშვო ბაღების განტვირთვას, ბაღებს შორის კონკურენციისა და ხარისხის ზრდას, ბავშვები არ დარჩებიან საბავშვო ბაღის გარეშე, გაიზრდება კერძო ბაღების რაოდენობა, სახელმწიფო შეამცირებს კაპიტალურ ხარჯებს. ამის მიღწევა შესაძლებელია ძალიან სწრაფად! ხელისუფლება თუ დაინტერესდება ჩვენ ვეტყვით როგორ უნდა გაკეთდეს! ველოდებით ხელისუფლების პასუხს!"- წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია აბულაძე.