ბათუმში, ახალი სკვერისთვის ბათუმის მერიამ სახელი ამ დრომდე ვერ შეარჩია.
თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში ადაპტირებულ სკვერის მოსაწყობად, 1 100 362 ლარი დახარჯა. სკვერი საზეიმოდ 2 აგვისტოს გაიხსნა, თუმცა სახელზე დღემდე ვერ შეჯერდა.
სახელის შესარჩევად მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას დახმარებაც სთხოვა და სოციალური ქსელით გამოკითხვაც ჩაატარა, თუმცა რა ვერსიებზე მუშაობენ თვითმმართველობაში ამ ეტაპზე არ ასაჯაროებენ.
ამბობენ, რომ სკვერი სახელის გარეშე არ დარჩება. უახლოეს მომავალში შეირჩევა რამდენიმე ვარიანტი, რომელიც მოგვიანებით კენჭისყრაზე გავა საუკეთესოს გამოსავლენად.
ბათუმის მერიის ვებ-გვერდზე გამოკითხვას 200-მდე კომენტარი აქვს. დაახლოებით ამდენივე პირმა შესთავაზა საკუთარი ვერსია ბათუმის მერს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.