ახალი სკვერი ბათუმში

02 აგვისტო 2019, 12:03 4232 ნახვა

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ  სკვერი გაიხსნა. თავდადებულისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთაში ახალ ადაპტირებულ სკვერში დამონტაჟდა შადრევანი, საპირფარეშო, მოეწყო საპარკინგე სივრცე. პროექტის ღირებულება  მილიონ 100 ათას 362 ლარია.  

ახალ  სკვერში მოსახლეობამ ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა და 200-ზე მეტი ფოთლოვანი, წიწვოვანი და ბუჩქოვანი მცენარე დარგო.  

შემოდგომაზე კი, ტერიტორიაზე დიდი ზომის მარადმწვანე ხეები დაირგვება. ახალი სკვერის სახელწოდება ელექტრონული გამოკითხვის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში