ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად ჩაქვში დუმბაძის ქუჩაზე მცხოვრები 6 ოჯახი დაზარალდა. დაიტბორა ეზოები და პირველი სართულები. მოსახლეობა სანიაღვრე არხების გაწმენდას ითხოვს. ქობულეთშიც განვითარდა მცირე მეწყრული პროცესები. სოფელ ჩაისუბანში კი ზოიძეების სასოფლო სამეურნეო ნაკვეთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ, შიდა სასოფლო გზა ჩახერგა. აღნიშნული ტერიტორია ამ წუთებშიც იწმინდება.