„მე თქვენ დაგასრულებთ“-გახარიას მიმართვა ნაციონალურ მოძრაობას

06 სექტემბერი 2019, 15:56 1154 ნახვა

ხმაურიანი სხდომა პარლამენტში. გიორგი გახარიას და სამთავრობო  გუნდის წევრების მოსმენამდე დარბაზში, ნაციონალური მოძრაობის  წევრებმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეორგოლი აჩვენეს. მათი თქმით, სწორედ ეს არის ხალხის შეკითხვა გახარიას მიმართ.   დეპუტატებმა უმცირესობიდან კითხვები გიორგი გახარიას დაუსვეს, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ ერთი კითხვა აქვს, როგორ შეიძლება ახალი სამთავრობო გუნდი იყოს იმ ხალხის ხელისუფლება, ვის გადაყენებასაც თვეებია ითხოვენ.

ოპოზიციამ  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რასაც  გიორგი გახარია და მთავრობის წევრები ტაშით შეხვდნენ. პარლამენტში დღეს გიორგი გახარია ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაემუქრა.   მინდა გითხრათ, რომ არსად წასვლას მე არ ვაპირებ - მე თქვენ დაგასრულებთ, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა და მათ  ქუჩის ოპოზიცია უწოდა.  

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი