ვქმნით მობილურ აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები საგზაო დარღვევებზე შეგვატყობინებენ - გომელაური 

05 სექტემბერი 2019, 11:11 2795 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი აპლიკაციის შექმნას გეგმავს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, მათ მიერ დაფიქსირებული საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტებზე პოლიციას შეატყობინონ. 

ახალი პროექტის შესახებ, მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა. 

პარლამენტში მოხსენების წარდგენის დროს თქვა, რომ საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად სიახლეები იგეგმება. 

''საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით ვგეგმავთ, მობილური აპლიკაციის შექმნას, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს და მიაწოდოს პოლიციას, მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები'' - განაცხადა გომელაურმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი