ჯერ იყო ბიზნესომბუდსმენი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრი, ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიბარა. ასე მიაღწია გიორგი გახარიამ მთავრობის ყველაზე მაღალ თანამდებობამდე. საინტერესოა კანდიდატის ადრეული წარსულიც. იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში.
შესაძლოა გახარია ერთ კვირაში ქვეყნის პრემიერი გახდეს. ბიძინა ივანიშვილმა თქვა რომ უმრავლესობას კითხვა არ ჰქონია. კითხვების გარეშე წარდგენილ კანდიდატს პარლამენტში კვირის ბოლოს უყრიან კენჭს.