მაღალმთიან დასახლებებში პენსია იზრდება

01 სექტემბერი 2016, 00:00 3675 ნახვა

დღეიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში მუდმივად მცხოვრებ, ასაკით პენსიონერებს პენსია 20%-ით გაეზრდებათ და 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, 20 პროცენტით გაიზარდება მთაში მუდვად მცხოვრებთა სოციალური პაკეტი. მათ შორის შშმ პირებისთვის, მარჩენალდაკარგულებისა და რეპრესირებულებისათვის. მიმდინარე წლის მონაცემებით, მთაში მუდმივად მცხოვრებ პირთა შორის 51 ათასი ასაკით პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებია. ყოველთვიურ დანამატს მიიღებენ ასევე რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 500-მდე ექიმი და ექთანი, რომლებიც მაღალმთიან რაიონებს ემსახურებიან. ექიმებისთვის ეს თანხა 360, ხოლო ექთნებისთვის - 180 ლარით განისაზღვრება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი