მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები აჭარაში?

02 სექტემბერი 2019, 18:26 1474 ნახვა

შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას რეგიონის პირველი პირი? ამ კითხვაზე მმართველი გუნდის წევრების პასუხი ერთგვაროვანია.  აჭარის დეპუტაციის განცხადებით, ცენტრალურ ხელისუფლებაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები გავლენას არ მოახდენს რეგიონზე.

ამტკიცებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე თანამდებობას ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგაც  შეინარჩუნებს. ოპოზიციას კი პროგნოზირება უჭირს, რადგან, მათი თქმით, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა დამოკიდებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში