ქობულეთში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს

27 აგვისტო 2019, 11:20 2348 ნახვა

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობა მგლების შემოსევაზე საუბრობს. ამტკიცებენ, რომ გოგრაჭაძეების ოჯახს, ოთხი დღის წინ, საქონელი დაუგლიჯეს. როგორც ამბობენ, ისინი უკვე დიდი ხანია საძოვრებზე პირუტყვს ვეღარ უშვებენ, თუმცა მგლები ახლა უკვე ადგილობრივების საცხოვრებლამდეც მივიდნენ. ამბობენ, რომ საფრთხე მოქალაქეებსაც ემუქრებათ. 

"აქ, სახლის ეზოში რომ შეჭამა ძროხა, ჩავიდა მეზობლის სახლშიც. ძალიან სახიფათოა, უკვე სახლებამდე მოვიდნენ. დიდი ხანია საძოვრებზე აღარ ვუშვებთ პირუტყვს, აქვე ვაძოვებდით. ახლა, რადგან ეზოებამდე მოვიდნენ, ადრე ვამწყვდევთ, რადგან სახიფათოა არ შეგვიჭამოს. სახლთან ახლოს გაშვებული ძროხა დაბრუნდება თუ არა არ ვიცით, " - გვიყვება ჟუჟუნა გოგრაჭაძე, რომლის მტკიცებით ძროხა მგელმა დაუგლიჯა. 

"ადრეც იყო ეს პრობლემა, მაგრამ ახლა ძალიან გამწვავდა, შემოსევაა პრაქტიკულად, ეზოებამდე მოდიან. ეზოში დამიმარცხა ერთი საქონელი, მეორე დამიზიანა. მხვდებიან ხშირად ტყეში, პირუტყვის გაშვება გვეშინია, რადგან მათ ესხმიან თავს, ადამიანზე ჯერ არ გამიგია. რითი შევებრძოლოთ? თოფი ჩვენ არ გვაქს, დავდივართ ცულებით და ვყვირით, რომ შევაშინოთ" - ამბობს ცეცხლაურის მცხოვრები მამუკა ქათამაძემ. 

ქობულეთის მერიაში თავდაპირველდ გვითხრეს, რომ მგლების შემოსევის შესაებ ფლობდნენ ინფორმაციას. თუმცა,   მტაცებლების მომრავლების შესახებ ჯიხანჯურის თემის მერის წარმომადგენელს ინფორმაცია არ ჰქონდა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი