ამომრჩეველთა რაოდენობა ქედაში

30 აგვისტო 2016, 00:00 4103 ნახვა

ქედის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა რაოდენობა 65-ით  გაზრდილია.  მიმდინარე წელს მათი რაოდენობა 15 ათას 667 შეადგენს. საოლქოს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებამდე შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ შეიცვალოს. მუნიციპალიტეტში 17 უბანზე 48 შშმ პირია რეგისტრირებული. ახალი კანონის ამოქმედებით ცვლილება შეეხო უბნებს, რის გამოც ქედის მუნიციპალიტეტში 31 საარჩევნო უბანი 27-ით შემცირდა, უბნების რაოდენობა ხელვაჩაურსა და ხულოზე გადანაწილდა. არჩევნებამდე 39 დღე დარჩა. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში