28 ივნისის სტიქია მაღალმთიან აჭარაში. მაშინ ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ადგილობრივები დაზარალდნენ. ჩვენ დღეს გაგახსენებთ ქედაში ერთერთ საკალმახე მეურნეობას, რომლის 30 აუზიც განადგურდა. ასევე იქ მისასვლელი ხიდი წაიღო ძლიერმა ნალექმა და ადიდებულმა მდინარე აკავრეთამ. ამ საკალმახის მეპატრონე, სოფლების: კუჭულასა და შევაბურის მოსახლეობა 2 თვეა ითხოვს ხიდის აღდგენას.