ეკომიგრანტების ერთიანი ელექტრონული ბაზა

19 აპრილი 2016, 00:00 4561 ნახვა

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, აჭარის მთავრობას საშუალება ეძლევა სამინისტროს ეკომიგრანტრთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზით ისარგებლოს. ბაზა მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანია და მისი საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, ასევე ეკომიგრანტებს საშუალება ექნებათ განაცხადი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაზე ელექტრონულად შეავსონ, პარალელურად სუბარის უწყებასთან ერთად მათ შეუძლიათ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ. ბაზა ევროკავშირის დაფინანსებით გასულ წელს შეიქმნა წელს კი მისი ფორმირება დაიწყო. წელს აჭარის ბიუჯეტიდან საცხოვრებელ სახლს 115 ოჯახი მიიღებს, ამისთვის 3 მილიონია გამოყოფილი. პროგრამას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც ახორციელებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი