შუახევში სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ გაიმართა. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დეკორაციული კუთხეები, თემის წარმომადგენლებმა ტრადიციული სამზარეულო, ეთნოგრაფიული ნიმუშები და ხელნაკეთი ნაქარგობები წარმოადგინეს. მოეწყო ფოტო და სამუზეუმო ექსპონატების კუთხე, რომელმაც შუახევის ისტორია ასახა. დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები.