შუახევში სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ გაიმართება. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სამზადისი მიმდინარეობს. მზადდება დეკორატიული კუთხეები. დღის განმავლობაში ტრადიციული სამზარეულო, სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები და შუახევის ამსახველი ფოტო-გამოფენა გაიმართება.
ჩატარდება საპატიო შუახეველების დაჯილდოება, სპორტული ღონისძიებები და საბავშვო გასართობი აქტივობები. დაგეგმილია კონცერტი, სადაც ადგილობრივი ანსამბლები და ღამის შოუს ბენდი მიიღებს მონაწილებას.