გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურიაში სახელმწიფოს მხარდაჭერილი საწარმოები დაათვალიერა და ადგილობრივი ფერმერებისგან საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი რეგიონული სამსახურების უწყებების თანამშრომლებთან გამართა შეხვედრა. დავით სონღულაშვილი სოფელ აკეთში ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრი ასევე ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობას სტუმრობდა.