მოსაზრება, რომ „იგლ ჰილსის" პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის“ სიცრუეა აცხადებს პრემიერი და არგუმენტად გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელების მიერ საქართველოში 60 ათასზე მეტი ბინის შეძენას ასახელებს, რომელმაც, მისვიე თქმით, არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შექმნა.
„საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენიანების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. ახალ კორპუსებში 16 000 ბინა განთავსდება- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის შეფასებით, მთლიანად „სიცრუეზეა აგებული“ ის „ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა ამ პროექტის წინააღმდეგ წამოიწყეს“.