“სილამაზის კონკურსი სმენა დაქვეითებულ გოგონებს შორის”- ასე ჰქვია ღონისძიებას რომელსაც ბათუმი 2026 წლის სექტემბერში უმასპინძლებს. ბათუმში იმყოფებიან ერთ-ერთი ორგანიზატორის, მისს და მისტერ უნივერსალის წარმომადგენლები, რომლებიც საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ყრუთა კავშირის ხელმძღვანელებს ხვდებიან.
სილამაზის კონკურში 25 ქვეყნიდან ჩაერთვებიან მონაწილეები. ღონისძიების მიზანი , სმენადაქვეითებულთა, ასევე ჟესტური ენის კულტურების ინტეგრაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.