ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის ახალ წესებზე შეთანხმდა

17 ნოემბერი 2025, 19:40 137 ნახვა

ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა. უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ბრიუსელს, უფრო სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.

ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გაფართოვდება. პირველ ჯერზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდება 12 თვით, დღეს მოქმედი ცხრა თვის ნაცვლად. ეს პერიოდში შეიძლება კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს.

უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს მიზნობრივ მიდგომას. ამ დრომდე მოქმედი წესით უვიზო მიმოსვლის შეჩერების გახანგრძლივების დროს ეს ზომა თუ მესამე ქვეყნის ყველა მოქალაქეზე აისახებოდა, ახალი წესებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების დამატებით 24-თვიანი პერიოდი არ შეეხება ყველა მოქალაქეს.

ამის ნაცვლად, ევროკავშირს შეეძლება, ეს ზომა აამოქმედოს მხოლოდ მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ.

უვიზო მიმოსვლის ახალი მექანიზმი ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს. ის იქნება სავალდებულო და გამოყენებული ევროკავშირის სახელმწიფოებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე