საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ცნობილი ქართველი მხატვრის - თემო ჯაფარიძის ხუთი ფერწერული ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა. ნახატები იმ 14 ფერწერულ ნამუშევარს შორისაა, რომელიც, თემო ჯაფარიძის მიერ 1991 წელს, საფრანგეთში გამოფენაზე წარდგენის შემდეგ, ბოლო 34 წლის განმავლობაში ქალაქ ნანტში, ლიტერატორისა და მთარგმნელის, პროფესორ გასტონ ბუაჩიძის ოჯახში ინახებოდა, წელს კი, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს დაუბრუნდა.