დეცენტრალიზაციის როლზე იმსჯელეს ქედის მუნიციპალიტეტში. შეხვედრას თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტები უძღვებიან. მერიის წარმომადგენლების თქმით, დეცენტრალიზაციის არარსებობის გამო მუნიციპალიტეტი რიგ პრობლემას აწყდება, როგორიცაა: უსახური შენობების რეაბილიტაცია და ტერიტორიებზე რაიმე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება.
დაბრკოლებას აწყდებიან ფერმერებიც. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მონაწილეობითი ბიუჯეტის ამოცანებსა და ფორმებზე , გააცნეს საერთაშორისო და ქართული პრაქტიკა.