იყიდება თუ არა მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ არსებული პარკი? მოსახლეობა, რომელიც ადგილობრივი ნაწარმით ვაჭრობს ჩანჩქერის მიმდებარედ, შიშობს, რომ პარკის გასხვისების შემთხვევაში, შემოსავლის გარეშე დარჩებიან.
რეგიონის ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ამ დროისთვის არანაირი კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ადგილობრივ თვითმმართველობაში, შარშან დაგეგმილი სამუშაოებისთვის წელს გამოყოფილი 800 ათასი ლარი, სხვა სამუშაოებზე გადაანაწილეს.